გაძვირდება თუ არა უკვე აღებული სესხები ვალუტის კურსის ცვლილებისას? - იურისტი განმარტავს
სამართლის ასოცირებული პროფესორი, იურისტი თამარ კერძაია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, გამოიწვევს თუ არა ვალუტის კურსის ცვლილება ლარში აღებული სესხის ცვლილებას და რა უნდა გაითვალისწინოთ წინასწარ, ვიდრე სესხის აღებას გადაწყვეტთ.
- ეს თემა ორ ნაწილად გავყოთ - ერთი, როდესაც ახალი სესხის აღება გვინდა და მეორე, როცა უკვე აღებული გვაქვს. ახალი სესხის აღების შემთხვევაში, გასაგებია, რომ თუ რეფინანსირების განაკვეთი გაზრდილია, ლარში სესხები გაძვირებულია. ასეთ შემთხვევაში, ლარში რომ გამოვიტანოთ სესხი, უფრო ძვირი ძვირი ღირს. მაგრამ, რა მოსდის იმ სესხებს, რომლებიც უკვე აღებული გვაქვს ლარში? ბანკი ლარში აღებული სესხის მოცულობას ცალმხრივად არ ცვლის, არამედ ჩვენ თავშივე ხელშეკრულებით გაცხადებული გვაქვს თანხმობა, რომ ლარში აღებული სესხის საპროცენტო მოცულობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან ან შემცირებასთან ერთად. როდესაც ბანკთან ურთიერთობას ვიწყებთ, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რა ღირს ჩვენი სესხი. აქ მოიაზრება ის, რომ სესხის პროცენტის გარდა, კიდევ რა ხარჯებია - გატანის საკომისიო, დაზღვევა და ასე შემდეგ. მოვიკითხოთ, რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და არა ის, რაც ერთი შეხედვით, სესხი რა პროცენტშია.
მეორე, გავარკვიოთ, სესხის პროცენტი მიბმულია თუ არა რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაზე. თუმცა, აქ, ალბათ, დიდი არჩევანი არ გვექნება. ბოლო პერიოდში, ლარში გაცემული გრძელვადიანი სესხების უმეტესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. იხილეთ სრულად