„ლარის გაუფასურება, დიდი ალბათობით, მხოლოდ მოლოდინების და პანიკის გამოა“ | Allnews.Ge

„ლარის გაუფასურება, დიდი ალბათობით, მხოლოდ მოლოდინების და პანიკის გამოა“

„საქართველოს ბანკისა“ და „თიბისის“ აქიციების გაუფასურება „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების ბრალია - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

„გუშინ მიიღეს კანონი საბოლოოდ, სანამ ეხლა პრეზიდენტის ვეტო იქნება, მერე დაძლევა... ამ ყველაფრის შედეგია, აქციების ფასის მკვეთრი დაცემა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები უყურებენ ამ ყველაფერს, ინვესტორები აფასებენ ეკონომიკურ სიტუაციას ქვეყანაში და ეს არის შეფასების შედეგი, ეს არის შედეგი იმისა რომ ინვესტორები იმაზე ნაკლებად აფასებენ საინვესტიციო გარემოს საქართველოში, ვიდრე აქამდე აფასებდნენ,“ - განაცხადა ეკონომისტმა.

ბერიკაშვილი ლარის კურსის გაუფასურების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით ლარის კურსის რყევები სავარაუდოდ „პანიკის“ ბრალია.

„ლარის გაუფასურება, ამ ეტაპზე დიდი ალბათობით, მხოლოდ მოლოდინების და პანიკის გამოა და ეგ თავისთავად დარეგულირდება თუ სხვა ფაქტორები დარეგულირდა, მაგრამ ეს ფაქტორები ვერ დარეგულირდება თუ გააგრძელეს ამ კურსის საბოლოო გატარება და გატანა,“ - ამბობს სოსო ბერიკაშვილი. იხილეთ სრულად

myquiz