"კატასტროფა ხდება... მსხვილი ბიზნესი, გამოიღვიძეთ" - ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა: რა მდგომარეობაა ამ დროისთვის? | Allnews.Ge

"კატასტროფა ხდება... მსხვილი ბიზნესი, გამოიღვიძეთ" - ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა: რა მდგომარეობაა ამ დროისთვის?

ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცი­ე­ბის ფასი იკ­ლებს. დღე­ვან­დე­ლი ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად, შემ­ცირ­და რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" და "თი­ბი­სის" აქ­ცი­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე "სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის".

ამ თე­მა­ზე აქ­ვეყ­ნებს პოსტს "სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი რუ­ხა­ძე და წერს:

"ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა. ჯერ არ გა­თე­ნე­ბუ­ლა და სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის აქ­ცი­ე­ბი უკვე 10 პრო­ცენ­ტით და­ე­ცა. ბოლო 2 კვი­რა­ში ბან­კის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ლი­არდ ნა­ხე­ვარ ლარ­ზე მეტი აორ­თქლდა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბი­სა და და ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რა მოხ­დე­ბა? ჰოდა, მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი, გა­მო­იღ­ვი­ძეთ და ხმა ამო­ი­ღეთ" - წერს გი­ორ­გი რუ­ხა­ძე.

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა თბი­ლი­სის დრო­ით 13:30 სა­ა­თის­თვის?

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" (BGEO) აქ­ცი­ე­ბის ფასი 12.18%-ით შემ­ცირ­და და ამ­ჟა­მად ერთი აქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 41.45 გირ­ვან­ქა სტერ­ლინგს შე­ად­გენს. კომ­პა­ნი­ის სა­ბაზ­რო კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია ამ­ჟა­მად 2.138 მი­ლი­არ­დი სტერ­ლინ­გია.

TBC PLC-ის აქ­ცი­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 9.32%-ით შემ­ცირ­და. ბან­კის ერთი აქ­ცია 26.75 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი ღირს....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz