როგორია დაგროვებითი საპენსიო სისტემის გლობალური გამოცდილება | Allnews.Ge

როგორია დაგროვებითი საპენსიო სისტემის გლობალური გამოცდილება

დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ დიდი აზრთა სხვადასხვაბაა. ხშირ შემთხვევაში, ამ სქემის მიმართ ნდობა არც ისე დიდია და დამზოგველებს გადანახული თანხების მომავალი აღელვებთ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში, დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული. დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეუსრულდათ 40 წელი, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან 31 მაისამდე პერიოდში შეეძლოთ დაეტოვებინათ სისტემა.

რა სისტემა მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშ, განვიხილოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი:

1. ჩილეს საპენსიო სისტემა (AFP):

ჩილემ საპენსიო სისტემა 1980-იან წლებში შეცვალა. მანამდე მთავრობა პენსიონერებს შეგროვებული გადასახადებიდან უხდიდა პენსიას. რეფორმის შედეგად, ისინი საჯაროდან კერძო სისტემაზე გადავიდნენ, სადაც ინდივიდები პენსიაზე გასვლისთვის წინასწარ ზოგავდნენ ფულს და ეს თანხა კერძო ანგარიშებზე აკუმულიერდებოდა. აღნიშნული თანხებს კი კომპანიები სახელწოდებით - AFP მართავდნენ.

მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა, ამ ახალ სისტემას პრობლემები შეექმნა. პირველ რიგში ეს იყო არასაკმაარისი დანაზოგები. ბევრი პენსიონერი იღებდა ძალიან მცირე პენსიას, რამაც სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. მეორე პრობლემა მაღალი საკომისიობი იყო. კომპანიები, რომლებიც მართავენ ანგარიშებს, ბევრს ითხოვდნენ მომსახურებისთვის, რაც კიდევ უფრო ამცირებდა მთლიან დაზოგილ თანხას. მთავარი პრობლემა შემოსავლებში წარმოქმნილი უთანასწორობა აღმოჩნდა. მაღალი შემოსავლის მქონე პირებს უფრო მეტი თანხა უგროვდებოდათ ანგარიშებზე, ხოლო დაბალშემოსავლიანებს მიზერული დანაზოგები ჰქონდათ.

რეფორმიდან ორმოც წელზე მეტია გასული და ყველაფერი ისე ნამდცილად არ წასულა, როგორც ჩილეს მთავრობა გეგმავდა. თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ ხალხი დაზოგავდა იმდენს, რაც მათი ხელფასის 70%-ის ტოლ პენსიას უზრუნველყოფდა სიბერეში, მაგრამ დღეისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს. მეტიც, დაახლოებით 40% ჩილელს დღეს საერთოდ არ აქვს დანაზოგი. ბევრიც ძალიან მცირე შემწეობას იღებს. განსაკუთრებით ეს ქალებს ეხებათ, რადგანაც ხელფასები გენდერულ ჭრილში მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

2. პოლონეთის საპენსიო სისტემა:

1990-იანი წლების ბოლოს პოლონეთმა ასევე შეცვალა საპენსიო სისტემა. იმის ნაცვლად, რომ შეენარჩუნებინათ ძველი სქემა, სადაც დასაქამებულებისგან აკრეფილი გადასახადებიდან უხდინდენ პენსიონერებს, მათაც დაგროვებითი ანგარიშები ამჯობინეს.

ჩილეს მსგავსად, პოლონეთშიც პრობლემებმა იჩინა თავი. პირველ რიგში, გაჩნდა უნდობლობა სისტემის მიმართ, დაზოგილი თანხა იქნებოდა თუ არა საკმარისი იმისათვის, რომ დამზოგველებს მომავალში კარგი პენსია მიეღოთ. იხილეთ სრულად

myquiz