როგორ შეიცვალა ახალი და ძველი ბინების ფასი ბათუმში
2024 წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 20%-ით, 1 185 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 14%-ით შემცირდა და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
„ბათუმში 2024 წლის მარტში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2024 წლის მარტში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 992 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, 689 აშშ დოლარამდე შემცირდა,“- ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, კვლევაში მიმოხილულია ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვების 1-ლი კვარტალის მონაცემებიც. იხილეთ სრულად