რა მომსახურებები გაძვირდა მარტში - საქსტატი
2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.
გთავაზობთ მომსახურებებს, რომელიც წელს მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 52,95%
- ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 41,66%
- მღებავის მომსახურება – 29,01%
- სანტექნიკოსის მომსახურება – 18,37%
- ავტომობილის შეკეთება – 15,76%
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 11,24%