თბილისის რომელ უბნებშია მშენებლობაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა? | Allnews.Ge

თბილისის რომელ უბნებშია მშენებლობაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა?

Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის პირველ 2 თვეში 29 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. აღნიშნული ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 200,445 მ 2 -ს შეადგენს, რაც წლიურად 5.3%-იან ზრდაა.

ნებადართული საცხოვრებელი ფართის 24% დიდ დიღომში იყო გაცემული, რასაც საბურთალო (21%) და ვაშლიჯვარი (14%) მოსდევს. პირველ ორ თვეში გაცემული ნებართვები ფართობი უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • დიდი დიღომი - 47 000 მ²
  • საბურთალო 42 000 მ²
  • ვაშლიჯვარი - 28 000 მ²
  • სამგორი - 25 000 მ²
  • კრწანისი - 13 000 მ²
  • ვაკე - 7 000 მ²
  • ჩუღურეთი - 5 000 მ²

იხილეთ სრულად

myquiz