ცვლილება მიღებულია - ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი? | Allnews.Ge

ცვლილება მიღებულია - ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი?

პარ­ლა­მენ­ტმა "სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა მე­სა­მე მოს­მე­ნით, 77 ხმით მი­ი­ღო.

სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, კა­ნონპ­რო­ექ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა იმ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის სა­ბა­ზო თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გო­ზე ნამ­რავ­ლით, რო­მე­ლიც კა­ნო­ნით არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბით წეს­რიგ­დე­ბა შემ­დე­გი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის წესი: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, მი­ნის­ტრის/სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის და მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, მი­ნის­ტრის/სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, მი­ნის­ტრის/სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის და უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს კო­მი­ტე­ტის/ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრის და მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს კო­მი­ტე­ტის/ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის და ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რის.

ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი - 10 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი გა­ნი­სა­ზღვრა პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ე­რის ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს კი ნიშ­ნავს, რომ 2024 წლის მო­ნა­ცე­მებს თუ ავი­ღებთ, მათი წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 159 600 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2024 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის თა­ნახ­მად, სა­ბა­ზო თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო შე­ად­გენს 1 330 ლარს. ეს უნდა გა­ვამ­რავ­ლოთ შე­სა­ბა­მის კო­ე­ფი­ცი­ენტზე, რაც პრე­ზი­დენ­ტის და პრე­მი­ე­რის შემ­თხვე­ვა­ში არის 10 და მი­ღე­ბუ­ლი 13 300 ლარი იქ­ნე­ბა მათი თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა. ეს კი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 159 600 ლარი გა­მო­დის. აღ­ნიშ­ნულ თან­ხას თუ გა­მო­ვაკ­ლებთ 20%-იან სა­შე­მო­სავ­ლოს მი­ვი­ღებთ, რომ პრე­ზი­დენ­ტის და პრე­მი­ე­რის და­რი­ცხუ­ლი წლი­უ­რი ხელ­ფა­სი (ე.წ. ხელ­ზე ასა­ღე­ბი წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა) იქ­ნე­ბა 127 680 ლარი.

შე­და­რე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ, ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში მი­თი­თე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თუ და­ვეყ­რდნო­ბით, პრე­ზი­დენ­ტის 2023 წლის და­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სი 84 220 ლარი იყო, პრე­მი­ე­რის 2022 წლის კი 41 004 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნის­ტრებს/სა­ხელ­მწი­ფო მი­ნისტრს, მათ შემ­თხვე­ვა­ში კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 8.5-ს შე­ად­გენს, შე­სა­ბა­მი­სად მი­ნის­ტრებს წლი­უ­რი და­რი­ცხუ­ლი (20%-იანი სა­შე­მო­სავ­ლოს გა­მოკ­ლე­ბით) ხელ­ფა­სი 108 528 ლარი ექ­ნე­ბათ

myquiz