"პროდუქტებს ცეცხლის ფასი აქვს..." - ლევან ხაბეიშვილი | Allnews.Ge

"პროდუქტებს ცეცხლის ფასი აქვს..." - ლევან ხაბეიშვილი

პრო­დუქ­ტებ­ში, რა­შიც 6-7 წლის წინ დი­ა­სახ­ლი­სი 55-60 ლარს გა­და­იხ­დი­და, დღეს, 109 ლარს იხ­დის. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და მათ მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლა იმის გამო არ უნდა ეში­ნო­დეთ, რომ პრო­დუქ­ტებს ცე­ცხლის ფასი აქვს, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხა­ბე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­თხვებს მმარ­თველ­მა გუნ­დმა პა­სუ­ხე­ბი უნდა გას­ცეს.

"ცხა­დია, ყვე­ლას გვეს­მის, რომ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს პრო­დუქ­ტებ­ზე გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბი აინ­ტე­რე­სებთ, რად­გან ამას ყო­ველ­დღი­უ­რად ეხე­ბი­ან. ცე­ცხლის ფა­სე­ბია მა­ღა­ზი­ა­ში, მარ­კე­ტებ­ში და ბა­ზარ­ში. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და მათ არ უნდა ეში­ნო­დეთ მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლის. კი­თხვებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ, ივა­ნიშ­ვი­ლი, კო­ბა­ხი­ძე, მდი­ნა­რა­ძე და ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტია ვალ­დე­ბუ­ლია, პა­სუ­ხი გას­ცეს”, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­თან ერ­თად კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მო­ქა­ლა­ქე ელე­ნე ღრუ­ბე­ლა­ძემ. მისი თქმით, საკ­ვებ­ზე ფა­სე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა.

"პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტი შე­ვი­ძი­ნე. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლის უკვე მე­ში­ნია, რად­გან პრო­დუქ­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად ძვირ­დე­ბა. იმას, რაც და­გეგ­მი­ლი მაქვს, რომ ოჯა­ხის­თვის ვი­ყი­დო, ფი­ზი­კუ­რად ვერ ვყი­დუ­ლობ, რად­გან ფა­სე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ძვირ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ფა­სე­ბის ზრდას­თან ერ­თად იკ­ლებს პრო­დუქ­ტის წონა, თუნ­დაც, ბრინ­ჯი, რო­მე­ლიც ერთი კილო უნდა იყოს, შა­ქა­რი, რო­მე­ლიც ერთი კილო უნდა იყოს, უკვე არის 900-800 გრა­მი. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა ხილ­ზეც, რა­ტომ უნდა იყოს ხილი ასე­თი ძვი­რი, რა­ტომ უნდა იყოს მწვა­ნი­ლი ასე­თი ძვი­რი, როცა ქვე­ყა­ნას ამ­ხე­ლა რე­სურ­სი აქვს. ყო­ველ­დღი­უ­რად სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა ოჯა­ხის­თვის, დი­ა­სახ­ლი­სის­თვის, რო­მელ­საც ოჯა­ხის შე­ნახ­ვა, ბავ­შვის­თვის სა­დი­ლის გა­კე­თე­ბა უწევს”, - აცხა­დებს მო­ქა­ლა­ქე.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ავ­რცე­ლებს.

myquiz