ხინკალი, ხორცი... - 10 პროდუქტი, რომელიც თებერვალში ყველაზე მეტად გაძვირდა | Allnews.Ge

ხინკალი, ხორცი... - 10 პროდუქტი, რომელიც თებერვალში ყველაზე მეტად გაძვირდა

წელს თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, წლიური ინფლაციის დონემ კი 0.3% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ხილი, ხინკალი და ბენზინია.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომელიც 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ყურძენი - 49,2%
  • ატამი - 47,3%
  • ქლიავი - 39%
  • მსხალი - 31,8%
  • ვაშლი - 31,3%
  • ნიორი - 31%
  • კივი - 25,1%
  • ხინკალი რესტორანში - 13,8%
  • ბენზინი - 12,7%
  • ძროხის ხორცი - 11,8%
myquiz