გაძვირდება თუ არა პური - მეხორბლეთა ასოციაციის მოლოდინი | Allnews.Ge

გაძვირდება თუ არა პური - მეხორბლეთა ასოციაციის მოლოდინი

სექტორში სტაბილურობა შეინიშნება - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო, დღეს პურის ფასი სტაბილურია და არაფერი ემუქრება.

სილაგავა განმარტავს, რომ იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებამ დადებითად იმუშავა და სექტორში სტაბილურობა შეინიშნება. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ის, რომ პურის ფასიც დასტაბილურდა.

„დადგენილებამ სერიოზულად იმუშავა და დღეს ბაზარზე არის სტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე, დადგენილების გახანგრძლივება აგრძელებს ამ სტაბილურ მდგომარეობას, მათ შორის, ფერმერებისთვის ივნისის მოსავლის ჩაბარების კუთხით, წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობისთვის და პურის ფასისთვის. პურის ფასი სტაბილურია და არაფერი ემუქრება“, - განაცხადა სილაგავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას გასულ წელს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები ითხოვდნენ. ისინი მიზეზად რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადს ასახელებდნენ, რაც მათივე თქმით, კონკურენციის არათანაბარ პირობებს ქმნიდა.

მათი მოთხოვნის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით საიმპორტო გადასახადი ფქვილზე 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. იხილეთ სრულად

myquiz