ერთ თვეში დედაქალაქში 2 967 ბინა გაიყიდა - რა ღირს უძრავი ქონება? | Allnews.Ge

ერთ თვეში დედაქალაქში 2 967 ბინა გაიყიდა - რა ღირს უძრავი ქონება?

გასულ თვეში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2024 წლის იანვარში თბილისში 2 967 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 5%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

კვლევის ავტორთა ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 205 აშშ დოლარი შეადგინა და წლიურად 9%-ით გაიზარდა.

როგორც "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული, გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 12 დოლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება.

ამასთან, კვლევის თანახმად, ბაზრის მოცულობა 234 მილიონ აშშ დოლარის შეადგენს, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

myquiz