პოლიტიკოსი უძრავი-მოძრავი ქონების გარეშე - როგორია ლევან ხაბეიშვილის ფინანსური მდგომარეობა?
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. ამის შესახებ მის მიერ მიმდინარე წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა.
კერძოდ, 2024 წლის 20 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ლევან ხაბეიშვილის სახელზე არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული, თუმცა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს მსუბუქი ავტომობილი გაყიდა, რომლის რეალიზაციის შედეგადაც 8 000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული. რაც შეეხება ხაბეიშვილის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, სახელფასო ანგარიშზე 1 078 ლარი, საკრედიტოზე კი - 3 226 ლარი ჰქონდა.