3 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში იაფი მუშახელი შემოყავთ | Allnews.Ge

3 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში იაფი მუშახელი შემოყავთ

კადრების გადინება და დემოგრაფიული ტენდენციები სამუშაო ძალის დეფიციტს გრძელვადიან გამოწვევად აქცევს. ამის შესახებ ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში „2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“.

კვლევის ავტორთა შეფასებით, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ინდუსტრიებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ შედარებით დაბალშემოსავლიანი მეზობელი ქვეყნების პოტენციალი.

მათ შორის კვლევაშია აღნიშნულია ის სამი დაბალშემოსავლიანი ქვეყანა, საიდანაც ძირითადად შემოყავთ და მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი სამუშაო ძალის შემოყვანა მოხდეს. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, თურქეთი და უზბეკეთი. ამასთან, კვლევაში საუბარია სამ სხვადასხვა სექტორზე და ამ სეტორებში შესაბამისი ქვეყნებისთვის არსებულ საშუალო ანაზღაურებაზეც.

bpn.ge

myquiz