7,5 ლარიდან 100 ლარამდე - რა ღირს ჩირის სახეობები ქართულ ბაზარზე | Allnews.Ge

7,5 ლარიდან 100 ლარამდე - რა ღირს ჩირის სახეობები ქართულ ბაზარზე

ჩირზე, რომელიც მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც ერთ-ერთ ჯანსაღ ხემსად ითვლება, მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ადამიანები ცდილობენ, რომ იპოვონ და მიირთვან ის, რაც მათი ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

თუმცა იმის გამო, რომ გამხმარ ხილს განსაკუთრებული დამუშავება სჭირდება, ჩირის ფასიც არც ისე დაბალია. „ბიზნესპრესნიუსმა“ შეარჩია რამდენიმე სუპერმარკეტი და ბაზარზე არსებული ჩირის ფასები გადაამოწმა.

ქართულ სუპერმარკეტებში ყველაზე ძვირად ღირებული მოცვის და ჟოლოს ჩირია. მაგალითად, 1 კგ ჟოლოს ჩირი 100 ლარი ღირს, ასევე 100 ლარი ღირს 1 კგ მოცვის ჩირი. ამასთანავე, ერთ-ერთი ძვირად ღირებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე გარგარის ჩირია, რომელიც 1 კგ 59 ლარი ღირს, ქლიავის ჩირი კი 1 კგ 45 ლარი.

გარდა ამისა, ქართულ ბაზარზე მინიმუმ 25 სახეობის ჩირია წარმოდგენილი, მათ შორის, კივის, მარწყვის, ბანანის, ანანასის, ლეღვის და ა.შ. უმეტესწილად მათი ფასი 1 კგ-ზე გაანგარიშებით 35 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ყველაზე იაფფასიან ჩირს, ეს არის ფინიკი, რომელიც 1 კგ 7.5 ლარის ფარგლებში მერყეობს. ქართულ ბაზარზე ჩირის ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ჟოლოს ჩირი 1 კგ 100 ლარი
  • მოცვის ჩირი 1 კგ 100 ლარი
  • თუთის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • გრეიპფრუტის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • საზამთროს ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • კივის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • ბანანის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • მანდარინის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • ვაშლის ჩირი 1 კგ 35 ლარი

იხილეთ სრულად

myquiz