ვის ეკუთვნის 10 კომპანია, რომელიც ქართულ ტანსაცმელს უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის | Allnews.Ge

ვის ეკუთვნის 10 კომპანია, რომელიც ქართულ ტანსაცმელს უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის

2023 წელს ტანსაცმლის ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა. გასულ წელს საქართველოში წარმოებული 141 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა ექსპორტზე, 2022 წელს კი 150 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების. ქართული წარმოების ტანსაცმელი ძირითადად თურქეთში, იტალიაში, ჩეხეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ბულგარეთში გავიდა.

გთავაზობთ საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული Top-10 კომპანიის შესახებ ინფორმაციას, რომელთაც 2023 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ტანსაცმლის ექსპორტი განახორციელეს.

შპს „BTM-TEXTILE“ 2006 წელს არის რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიას 3 დირექტორი ჰყავს. კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი თურქეთის მოქალაქე ქენან აღირბაშია, მეორე ალი მურათ თურქმენი, რომელსაც ორმაგი - საქართველოს და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, ხოლო მესამე ზაფერ ვერალი, რომელსაც ასევე ორმაგი მოქალაქეობა აქვს (თურქეთი/საქართველო). აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თურქული სააქციო საზოგადოება ATKTEKSTIL SANAYI VE TECARET-ია.

შპს „აჭარა ტექსტილე“ იმ კომპანიების ათეულშია, რომელმაც გასულ წელს საქართველოდან ადგილობრივ ექსპორტზე დიდი რაოდენობის ტანსაცმელი გაიტანა. კომპანია რეგისტრირებულია 2008 წელს, ბოლო მონაცემებით, კომპანიას 4 დირექტორი ჰყავს: ორჰან ოღრუნჩი (თურქეთის მოქალაქე), - ონურ სეზერი (თურქეთის მოქალაქე), გია ლომინაძე და დათო ჯაიანი. კომპანიის მფლობელია თურქული ს.ს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთია“.

ათეულში კიდევ ერთი კომპანიაა - შპს „ემ ეს ტექსტილეა“, კომპანია რეგისტრირებულია 2021 წლის ოქტომბერში. საჯარო რეესტრიის მონაცემების თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე მურათ სარიქაიაა. იხილეთ სრულად

myquiz