ბინები, მანქანები, ნახატები - რა ქონებას ფლობს თბილისის მერი | Allnews.Ge

ბინები, მანქანები, ნახატები - რა ქონებას ფლობს თბილისის მერი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 31 იანვარს განაახლა.

დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: 4 ბინა, ამათგან 2 თბილისში, ხოლო 2 უკრაინაში, 3 ავტოფარეხი, 5 მიწის ნაკვეთი, თბილისსა და სამტრედიაში, ასევე, არასაცხოვრებელი ფართი სამტრედიაში.

გარდა ამისა, 5 ავტომობილი, კერძოდ, SMART BRABUS, TOYOTA CAMRY, PORSCHE 911, Tesla model 3, TOYOTA LC 300, რომელთა ღირებულება 40 000 დოლარიდან იწყება და 150 000 აშშ დოლარამდე ადის.

დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქის მერის საკუთრებაშია ასევე, 5 მოტოსატრანსპორტო საშუალება, მათი ღირებულება 10 000 დოლარიდან 28 000 ევრომდე მერყეობს. ასევე 6 ფერწერული ტილო, რომელთაგან ერთი საჩუქრად გადაეცა, ხოლო ხუთ მათგანში ჯამში, 245 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

თბილისის მერის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლის სახელზეა 4 ბინა თბილისსა და დუშეთის რაიონში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კალაძეს თბილისის მერის სტატუსით, ხელფასის სახით, 2023 წელს აღებული აქვს 75 264 ლარი. იხილეთ სრულად

myquiz