რა მოგებაზე მუშაობს და როგორია თემურ ჭყონიას „კოკა კოლას“ შემოსავალი?
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2022 წელი მოგებით დაასრულა. ამის შესახებ აღნიშნული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.
კერძოდ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის წლის სრული შემოსავალი 48,139 ლარი იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს აღემატება. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 30,544 ლარი იყო.
ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიღებული ამონაგები - 396,055 მლნ ლარი; რეალიზებული საქონლის თვითღირებულება - 285,203 მლნ ლარი იყო.
გარდა ამისა, როგორც კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან ირკვევა, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში 328,154 მლნ ლარის აქტივები იყო.
ცნობისთვის, 1996 წლის 23 აპრილს კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის (შპს) კომპანიად დარეგისტრირდა. 2016 წლის 2 დეკემბერს კი განხორციელდა მისი რესტრუქტურიზაცია და სააქციო საზოგადოებად (სს) გარდაქმნა. იხილეთ სრულად