თბილისის რომელ უბანში ღირს ყველაზე ძვირი ბინები და სად არის იაფი უძრავი ქონება - "2025 წლისთვის 1 კვ.მეტრის ფასი 1100-1400 დოლარის ფარგლებში იქნება | Allnews.Ge

თბილისის რომელ უბანში ღირს ყველაზე ძვირი ბინები და სად არის იაფი უძრავი ქონება - "2025 წლისთვის 1 კვ.მეტრის ფასი 1100-1400 დოლარის ფარგლებში იქნება

ეკო­ნო­მის­ტი ოთო აბე­სა­ძე თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ფა­სე­ბის ზრდას ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, 2025 წლის­თვის 1 კვ მეტ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის ფასი 1100-1400 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა.

"თბი­ლის­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფასი სა­შუ­ა­ლოდ 10-15% ით გაძ­ვირ­და და კვლავ გაძ­ვირ­დე­ბა 2025 წლი­სათ­ვის.

მი­ზე­ზე­ბი: მი­წის ფასი გაძ­ვირ­და სა­შუ­ა­ლოდ 20% - ით. და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბა გაძ­ვირ­და სა­შუ­ა­ლოდ 30% - ით. სამ­შე­ნებ­ლო ინ­ვენ­ტა­რი და მა­სა­ლე­ბი გაძ­ვირ­და სა­შუ­ა­ლოდ 20% - ით.

სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის 2024 წლის დად­გე­ნი­ლე­ბით სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის ხარ­ჯი გაძ­ვირ­და სა­შუ­ა­ლოდ 20% - ით. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ბიზ­ნესს საკ­რე­დი­ტო ხაზი გა­უძ­ვირ­და, რა­მაც სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ფასი გა­ზარ­და სა­შუ­ა­ლოდ 10% - ით.

ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თბი­ლის­ში 1 კვ მეტ­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფასი (თეთ­რი კარ­კა­სი) შე­ად­გენს 1000-1200 USD. 2025 წლი­სათ­ვის თბი­ლის­ში 1 კვ მეტ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის ფასი იმერ­ყე­ვებს 1100-1400 USD ფარ­გლებ­ში“ - წერს ოთო აბე­სა­ძე.

ცნო­ბის­თვის, 2023 წლის მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში, წინა კვარ­ტალ­თან შე­და­რე­ბით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფა­სე­ბის ინ­დექ­სი (RPPI) 2.9 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და, ხოლო ინ­დექ­სის წლი­ურ­მა ზრდამ 12.8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი აქ­ვეყ­ნებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ინ­დექ­სის და­ფარ­ვა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა თბი­ლი­სით და მო­ი­ცავს მხო­ლოდ ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს, რო­გორც მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის (ბი­ნე­ბის), ისე კერ­ძო სახ­ლე­ბის სეგ­მენ­ტებს.

საქსტა­ტის ცნო­ბით, 2023 წლის მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში, წინა კვარ­ტალ­თან შე­და­რე­ბით, ფა­სე­ბის ზრდა და­ფიქ­სირ­და რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის სეგ­მენ­ტში (2.5 პრო­ცენ­ტი), ისე კერ­ძო სახ­ლე­ბის სეგ­მენ­ტში (4.3 პრო­ცენ­ტი). 2022 წლის მე­ო­თხე კვარ­ტალ­თან შე­და­რე­ბით კი, ფა­სე­ბის ზრდა და­ფიქ­სირ­და ორი­ვე სეგ­მენ­ტში - ბი­ნებ­ზე 14.2 პრო­ცენ­ტით, ხოლო კერ­ძო სახ­ლებ­ზე 8.6 პრო­ცენ­ტით.

საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2023 წლის მე-4 კვარ­ტალ­ში ბი­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა (1კვ.მ) დე­და­ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ში შემ­დე­გი იყო:

მთაწ­მინ­და - 5 528 ლარი;..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz