„პური -10 ლარი, პიცა - 43 ლარი, წყალი - 5 ლარი“ - რა ფასები დაგხვდებათ გუდაურისა და ბაკურიანის კვების ობიექტებში? | Allnews.Ge

„პური -10 ლარი, პიცა - 43 ლარი, წყალი - 5 ლარი“ - რა ფასები დაგხვდებათ გუდაურისა და ბაკურიანის კვების ობიექტებში?

ბაკურიანსა და გუდაურში ზამთრის საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. ბაკურიანში დამსვენებლების სიმრავლეა, რაც ადგილობრივი ფასებითაც გამოიხატება: დამსვენებლები აღნიშნავენ, რომ რაც წელს იქ ხდება, ყველა ზღვარს სცდება.

„მაგალითად, ერთ-ერთ ჩაიხანაში 4 ჭიქა ჩაიში გადავიხადე 25 ლარი, ოღონდ ეს იყო 4 ჭიქა ადუღებული წყალი, 4 ცალი ერთჯერადი ჩაი და 4 ერთჯერადი შაქარი.

სარესტორნე ფასებს რაც შეეხება, სტანდარტული ხინკალი 2,50 ლარიდან იწყება, ნახევარლიტრიანი კოკა-კოლა 5 ლარი, ხოლო ნახევარლიტრიანი წყალიც დაახლოებით, 5 ლარამდე ღირს“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი დამსვენებელი.

მისივე თქმით, საკმაოდ ძვირი ღირს ტაქსის მომსახურებაც. „სულ რომ 200 მეტრის გავლა მოგიწიოთ, მინიმუმ 10 ლარს იხდით“, - აღნიშნავს იგი.

მაღალი ფასებით გამოირჩევა გუდაურიც. ერთ-ერთი დამსვენებელი ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს:

გუდაურის ეკონომიკური სურათი დღეს:

კვების ობიექტები:

  • - 10 ლარი ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა პური
  • - ხაჭაპური - 40-45 ლარი
  • - ცეზარის სალათა
  • - 40-47 ლარი
  • - მწვადი - 4 ნაჭერი - 18-30 ლარი

იხილეთ სრულად

myquiz