რამდენია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტი? | Allnews.Ge

რამდენია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტი?

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე პარლამენტის თავმჯდომარეის გადაწყვეტილებით, თანამდებობას დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია, თავად გიორგი კეკელიძემ, თავის სოციალურ ქსელში გაავრცელა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა დაფინანსებას პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან იღებს და ჯამურად იგი 86.6 მილიონი ლარია. ამ თანხიდან 12.8 მილიონი ლარით ეროვნული ბიბლიოთეკა ფინანსდება. ეს თანხა გასულ წელთან შედარებით 837 ათასი ლარით მეტია და ბიბლიოთეკის სახელფასო ხარჯი, რომელიც 445 დასაქმებულზე ნაწილდება, 8.7 მილიონ ლარს შეადგენს. სახელფასო მატება გასულ წელთან შედარებით, 861 ათასი ლარია.

იხილეთ სრულად

myquiz