ივანიშვილი ერთი მლრდ დოლარით გამდიდრდა - როგორ შეიცვალა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 2023 წელს | Allnews.Ge

ივანიშვილი ერთი მლრდ დოლარით გამდიდრდა - როგორ შეიცვალა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 2023 წელს

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გასული წლის ბოლოს პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, 2023 წელს ერთი მლრდ დოლარით გამდიდრდა. ამ დროისთვის Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში ის 6.6 მლრდ დოლარით 391-ე ადგილზეა. 2023 წლის დასაწყისში კი მისი ქონება 5,6 მლრდ დოლარს შეადგენდა.

გარდა ივანიშვილისა, 2023 წელი ფინანსურად საკმაოდ წარმატებული იყო Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგის ათეულში მყოფი ადამიანებისთვისაც. ყველაზე მეტით - 90 მლრდ დოლარით გამდიდრდა რეიტინგის ლიდერი, ილონ მასკი. თუ მისი ქონება 2023 წლის დასაწყისში 137 მლრდ დოლარს შეადგენდა, ამ დროისთვის ის 227 მლრდ დოლარს ფლობს.

გთავაზობთ, თუ როგორ შეიცვალა პლანეტაზე ყველაზე მდიდარი 10 ადამიანის ქონება 2023 წელს:

1. ილონ მასკი - 227 მლრდ დოლარი (2023 წლის დასაწყისში 137 მლრდ დოლარს ფლობდა)

2. ჯეფ ბეზოსი - 175 მლრდ დოლარი (2023 წლის დასაწყისში 107 მლრდ დოლარს ფლობდა)

3. ბერნარ არნო - 173 მლრდ დოლარი (2023 წლის დასაწყისში 164 მლრდ დოლარს ფლობდა)

4. ბილ გეითსი - 140 მლრდ დოლარი (2023 წლის დასაწყისში 108 მლრდ დოლარს ფლობდა)

5. სტივ ბალმერი - 129 მლრდ დოლარი (2023 წლის დასაწყისში 85,8 მლრდ დოლარს ფლობდა)

იხილეთ სრულად

myquiz