რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა - პროგნოზები 2023-2024 წლებისთვის? | Allnews.Ge

რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა - პროგნოზები 2023-2024 წლებისთვის?

საქართველომ 2023 წელი ერთნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა და მიმდინარე წელს, მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნისთვის ეს პერიოდი არც თუ ისე ცუდი აღმოჩნდა.

მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვითარების და ჯერ კიდევ გადაუჭრელი ომების გამო, 2024 წელი გამორჩეული იქნება მრავალი მოულოდნელობებითა და გამოწვევებით. საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ვარაუდით, შემდეგ წელს, საქართველოს ეკონომიკა 4.8%-დან 5.2%-მდე გაიზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის, IMF-ის ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 6.2%-ით, 2024 წელს კი 4.8%-ით გაიზრდება.

საინტერესოა მსოფლიო ბანკის შეფასებებიც. მათი აზრით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, 2023 წელს 4.4% იქნება, ხოლო შემდეგ, 2024-2025 წლებში, 5%-იან ზრდას უნდა ველოდოთ.

აზიის განვითარების ბანკმა, ADB-მ, 2023 წლის აპრილის პროგნოზი სულ 1.5%-ით გააუმჯობესა და ამ ეტაპისთვის, იგი 6%-იან ზრდას ელის. 2024 წლისთვის, აზიის განვითარების ბანკის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა სულ 5%-ით გაიზრდება. იხილეთ სრულად

myquiz