საქართველოს პიროტექნიკის იმპორტი გაუძვირდა - სად ვყიდულობთ პროდუქციას | Allnews.Ge

საქართველოს პიროტექნიკის იმპორტი გაუძვირდა - სად ვყიდულობთ პროდუქციას

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 5,617 მლნ დოლარის ღირებულების ფეიერვერკი, სასიგნალო შუშხუნა, წვიმის რაკეტა და პიროტექნიკის სხვა ნაწარმი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,816 მლნ დოლარის ღირებულების.

რაც შეეხება მოცულობას, თანხასთან ერთად, ისიც შემცირებულია, კერძოდ, წელს საქართველოში 616,4 ტონა პიროტექნიკა შემოვიდა, 2022 წლის 11 თვეში კი 777.1 ტონა. შესაბამისად, გამოდის, რომ 2022 წელს ქვეყანას ერთი ტონა პიროტექნიკის შესყიდვა 7 484 დოლარი დაუჯდა, წელს კი 9 112 დოლარი. შედეგად, 2023 წელს საქართველოს პიროტექნიკის იმპორტი გაუძვირდა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოსთვის პიროტექნიკის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები წელსაც, როგორც შარშან ბულგარეთი და ჩინეთი არიან. მათ შორის, ბულგარეთიდან უკვე განხორციელებულია 3.2 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი. ჩინეთიდან შესყიდული საქონლის ღირებულება კი 1,7 მილიონ დოლარს აჭარბებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 ქვეყანას, სადაც წელს საქართველომ პიროტექნიკა იყიდა:

  • ბულგარეთი - 3,249 მლნ დოლარი (85 ტონა)
  • ჩინეთი - 1,723 მლნ დოლარი (399 ტონა)
  • პოლონეთი - 602,7 ათასი დოლარი (129,7 ტონა)

იხილეთ სრულად

myquiz