სელებრითები, რომლებმაც სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს - ვინ რა თანხას გამოიმუშავებს? | Allnews.Ge

სელებრითები, რომლებმაც სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს - ვინ რა თანხას გამოიმუშავებს?

ცნობილი სახეები დიდი ხანია სარეკლამო ბრენდებს წარმოადგენენ. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სარეკლამო გარიგება ჯერ კიდევ 1882 წელს შედგა.

სელებრითები ფლობენ მსოფლიოში გავლენის მაღალ ხარისხს, შედეგად, მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ბრენდი ავტომატურად პიარდება და მილიონებსაც კი გამოიმუშავებს. ბრენდები დიდი ხანია იყენებდნენ ამ შესაძლებლობებს, რადგან როგორც წესი, ამგვარი თანამშრომლობა მომგებიანია.

წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ცნობად სახეებს, რომლებმაც სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს:

სელენა გომესი x PUMA - 30 მილიონი დოლარი

პროდიუსერი და ბიზნესმენი სელენა გომესი მრავალი კომპანიის ელჩია, მათ შორის Pantene, Louis Vuitton და სხვა.

გომესმა მარკეტინგულ სფეროში თავდაპირველად თანამშრომლობა ბრენდ Coach-თან დაიწყო და 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ინსტაგრამზე გავრცელდა ახალი ამბავი ახალი გარიგების შესახებ, რომელშიც სელენა გომესი PUMA -სთან თანამშრომლობდა და 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სელენა ბრენდის კამპანიაში იმავე წლის დეკემბერში გამოჩნდა და Puma-სთან ერთად გამოუშვა კოლექცია სახელწოდებით SG x PUMA Strong Girl Collection.

ჯორჯ კლუნი x Nespresso- 40 მილიონი დოლარი

Nespresso არის Nestle ჯგუფის ქოლგის ქვეშ დაფუძნებული ძვირად ღირებული ყავის ბრენდი. ბრენდის წარმატება დიდწილად მიეკუთვნება მის მრავალრიცხოვან ცნობად მხარდამჭერებს და ჯორჯ კლუნი მათ შორის ყველაზე გამორჩეულია.

ჯორჯისა და ყავის ბრენდ Nespresso-ს შორის თანამშრომლობა ათ წელზე მეტი გაგრძელდა. მსახიობი ბრენდის რეკლამაში 2022 წელს გამოჩნდა.

ჯულია რობერტსი x Lancôme - 50 მილიონი დოლარი

ჯულია რობერტსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობია. მისი შემოსავალი მხოლოდ ფილმებიდან 3,9 მილიარდ დოლარზე მეტია და ის ასევე არის ბრენდის MVP-ების სიაში.

Lancôme არის ცნობილი ფრანგული ძვირად ღირებული პარფიუმერიის და კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც ცნობილია როგორც საკულტო სუნამოებით, როგორიცაა Trésor და ყველაზე გაყიდვადი ტუშით- Définicils.

2009 წელს რობერტსმა ფრანგულ ბრენდთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 20 მილიონი დოლარის ღირებულების იყო.

გარიგების დასასრულს, რობერტსმა გაახანგრძლივა კონტრაქტი და საბოლოო ჯამში 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

იხილეთ სრულად

myquiz