ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა
2023 წლის ნოემბერში, საქართველოდან საზღვარგარეთ 31,3 მლნ აშშ დოლარი (84,6 მლნ ლარი) გადარიცხა, რაც 2022 წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელზე, 0,5%-ით ნაკლებია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა თურქეთში, რომელზეც გადარიცხვების დაახლოებით 23% მოდის, შემდეგია აზერბაიჯანი 11,9%-ით და რუსეთი - 11,4%-ით.
უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც 2023 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა ასე გამოიყურება:
- თურქეთი - 7,051 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 3,689 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთის ფედერაცია - 3,556 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა - 2,322 მლნ აშშ დოლარი
- საბერძნეთი - 1,587 მლნ აშშ დოლარი