ვინ არიან მილიარდერები, რომლებმაც კარიერა ნულიდან დაიწყეს? | Allnews.Ge

ვინ არიან მილიარდერები, რომლებმაც კარიერა ნულიდან დაიწყეს?

მსოფლიოს ისტორია არ არის მდიდარი self-made მილიარდერების გამოცდილებით, რომლებმაც რეალურად კაპიტალის დაგროვება არაფრისგან დაიწყეს.

მათი ისტორია შთამაგონებელია ყველასთვის და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მონდომება, გამჭრიახი გონება და მოქნილი გადაწყვეტილებები, ნებისმიერ ჩვენგანს აძლევს ლიდერად გარდაქმნის საშუალებას როგორც ფინანსურ, ისე სხვა სფეროებში.

ოპრა უინფრი- 2,8 მილიარდი დოლარი

ცნობილი ამერიკელი “დღის სატელევიზიო შოუს“ წამყვანი, მედია მაგნატი ოპრა უინფრი არის self-made მილიარდერი ქალის ცოცხალი მაგალითი.

1954 წელს, მისისიპის სოფელში დაბადებულ ოპრას მარტოხელა დედა ზრდიდა. ისინი ღარიბები იყვნენ, ხშირად საკვების ფულიც არ ჰქონდათ. მიუხედავად პრობლემური ბავშვობისა, მონდომებამ გზა გაუხსნა მის მრავალმილიარდდოლარიან კარიერას, ის საბოლოოდ, გახდა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი.

ოპრას გზა სიღარიბიდან წარმატებამდე დიდწილად მისი საკულტო - “ოპრა უინფრის შოუს“ დამსახურებაა, რომელიც ეთერში 29 სეზონის განმავლობაში გადიოდა და გახდა ეროვნული სენსაცია. 2,8 მილიარდი დოლარის ქონებით, მედიავარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფერადკანიანი ქალია.

სერგეი ბრინი- 107.3 მილიარდი დოლარი

Google-ის თანადამფუძნებლის, სერგეი ბრინის მოგზაურობა მილიარდერის სტატუსამდე ფინანსური გამოწვევებითა და შეზღუდული შესაძლებლობებით დაიწყო.

მოსკოვში, საშუალო კლასის ოჯახში დაბადებულმა სერგეიმ საკუთარი ძალებით შეძლო და სკოლის დასრულების შემდეგ შეერთებულ შტატებში, სტენფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. დაამთავრა კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი.

გარდამტეხი მომენტი სერგეი ბრინის ისტორიაში 1998 წელს მოხდა, როდესაც მან და კოლეგამ ლარი პეიჯმა დააარსეს Google. 2023 წლის ბოლოსთვის Google რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებულ საძიებო სისტემად მსოფლიოში.

ბრინმა ასევე დააარსა Google Foundation ჰუმანიტარული მიზნების მხარდასაჭერად და რჩება გამოჩენილ ფიგურად მილიონობით დოლარის ინვესტიციით კოსმოსურ ინდუსტრიაში. სერგეი ბრინის ქონება დაახლოებით 107,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რალფ ლორანი - 7,5 მილიარდი დოლარი

ცნობილი Ralph Lauren Corporation-ის დამფუძნებელი, რალფ ლორენი, საშუალო კლასის ებრაელი იმიგრანტი მშობლების ოჯახში, ბრონქსში, 1939 წელს დაიბადა. ბავშვობაში რალფის ოჯახს ფინანსები თითქმის არ გააჩნდა. ამის გამო მან კარიერა, როგორც ჰალსტუხების გამყიდველმა, ძალიან ადრე დაიწყო.

Self-made მილიარდერის მოგზაურობა, ჰალსტუხების გაყიდვიდან მოდის მაგნატამდე, ხაზს უსვამს მის შრომისმოყვარეობას. მან თავისი მცირე ბიზნესი წამყვან ბრენდად აქცია. მისი კომპანიის 2023 წლის შემოსავალი, სავარაუდოდ, 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. იხილეთ სრულად

myquiz