საცალო ვაჭრობის სექტორის 52%-ზე მეტი სამ მოთამაშეზე მოდის - ვის რა წილი აქვს ბაზარზე?
საცალო ვაჭრობის სექტორის 52,3% ბაზრის სამ მოთამაშეზე მოდის - ამას მოწმობს თიბისი კაპიტალის მიერ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებულ მიმოხილვა.
როგორც კვლევაში წერია, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა და 5,06 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4,06 მილიარდი ლარი იყო. ანგარიშის ავტორების თქმით, ბაზრის ასეთი ზრდა მის მდგრადობაზე და შემდგომი ზრდის პოტენციალზეც მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სექტორის ძლიერი გაფართოება მეტწილად ემთხვევა თიბისი კაპიტალის წლის დასაწყისში გამოთქმულ ვარაუდებს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ცხრა თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა ბაზრის ძირითადი მოთამაშეების გადანაწილების კუთხით. ორგანიზებული ბაზრის წევრთა ნახევარზე მეტი კვლავ რჩებიან საუკეთესო მოთამაშეთა შორის.
ბაზრის მოთამაშეების Top-10-ეული კი ასე გამოიყურება:
- ნიკორა - 20,1%
- 2 ნაბიჯი - 17,6%
- კარფური - 14,6%
- სპარი (ფრანჩიზასთან ერთად) - 13,1%
- მაგნიტი - 9,7%