მსოფლიოს რომელ ქვეყნებშია იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირი და იაფი - რომელ ადგილზეა რეიტინგში საქართველო?
მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი იაპონიაშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, ძვირი იპოთეკური სესხებით, 99 ქვეყანას შორის, საქართველო მე-19 ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 11,89% -ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იპოთეკური სესხები მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ძვირია მათ შორის მეზობელ აზერბაიჯანთან და რუსეთთან შედარებით, თურქეთსა და სომხეთთან შედარებით კი, მცირედით იაფი. კერძოდ, თურქეთში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 23,47%-ს შეადგენს, სომხეთში - 13,25%-ს, რუსეთში - 10,87%-ს, აზერბაიჯანში კი 9,13%-ს.
Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია:
- იაპონია - 1,74%
- ტაივანი - 1,78%
- ლუქსემბურგი - 2,16%
- შვეიცარია - 2,34%
- ფინეთი - 2,70%
- ესპანეთი - 3,03%
- საფრანგეთი - 3,05%