რამდენი მილიონი ლარის მოგებაზე მუშაობს "გალერია თბილისი"? | Allnews.Ge

რამდენი მილიონი ლარის მოგებაზე მუშაობს "გალერია თბილისი"?

"გალერია თბილისმა" 2022 წელიც, წინა წლის ანალოგიურად, მოგებითა დაასრულა. მანამდე კი სავაჭრო ცენტრის მმართველი კომპანია ზარალზე გადიოდა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშგებიდან ირკვევა.

2022 წლის მონაცემებით, „გალერია თბილისი“ 30,972 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა (2021 წელს 20,109 მლნ ლარი) ამასთან, 2022 წლის მონაცემებით, ცენტრის შემოსავალი 34,756 მლნ ლარს, აქტივების საერთო მოცულობა 194,116 მლნ ლარს შეადგენდა. კომპანიამ საინვესტიციო ქონების გაქირავებიდან 28,120 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან კი 6,636 მლნ ლარის.

ამასთან, გასულ წელს „გალერია თბილისში“ სულ დასაქმებული იყო 27 ადამიანი.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის მიერ თბილისში, რუსთაველის გამზირზე აშენებული სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა. სავაჭრო მოლი შედგება 25,000 კვ. მ. ფართისგან, რომელიც გაქირავებულია ახალ საერთაშორისო და ასევე ადგილობრივ ბრენდებზე. იხილეთ სრულად

myquiz