საქართველოში ბოლო 6 წელიწადში მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა გასამმაგდა - „გალთ ენდ თაგარტი“
საქართველოში ბოლო 6 წელიწადში მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა გასამმაგდა, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოსალოდნელია მათი კიდევ უფრო ზრდა.
„მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა გასამმაგდა 2017- 2023 წლებში. საანგარიშო პერიოდში ადამიანების რაოდენობა, ვისაც 3 600 ლარზე მაღალი ხელფასი აქვთ, 100 000-მდე გაიზარდა.
მოსალოდნელია, რომ 3 600 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე ადამიანების რიცხვი 2025 წელს 150 000-ს გადააჭარბებს,“- ნათქვამია კვლევაში.