"საქსტატი" - საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 252 ლარი და 10 თეთრია | Allnews.Ge

"საქსტატი" - საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 252 ლარი და 10 თეთრია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 252,1 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 250,9 ლარს შეადგენდა. წლიურად კი მაჩვენებელი 1.8 ლარით არის შემცირებული, კერძოდ, გასული წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმი - 253,9 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-10 თვეში 223,3 ლარით განისაზღვრა. მაშინ, როცა 2023 წლის სექტემბერში 222,2 ლარი, ხოლო 2022 წლის ოქტომბერში - 224,9 ლარი იყო.

myquiz