ეკონომიკა ღაზას სექტორში - როგორ ცხოვრობდნენ პალესტინელები ომამდე? | Allnews.Ge

ეკონომიკა ღაზას სექტორში - როგორ ცხოვრობდნენ პალესტინელები ომამდე?

მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება, „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა, რეგიონში 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, ხოლო მსოფლიოს ყურადღება ღაზას სექტორზე არის ფოკუსირებული.

Forbes აღწერს, თუ როგორი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა არაბებით დასახლებულ ამ ტერიტორიაზე.

ღაზას სექტორი არის ანკლავი, რომლის ფართობიც 360 კვ.კმ-ია და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ის პალესტინის სახელმწიფოს ორი ნაწილიდან ერთ-ერთია. თავის მხრივ, პალესტინა 193-დან 138 ქვეყნის მიერ არის აღიარებული. სექტორის ადმინისტრაციული ცენტრი არის მსოფლიოს უძველესი ქალაქი, ღაზა.

1994 წელს ღაზას სექტორში მყოფმა პალესტინელებმა საკუთარი ეროვნული ადმინისტრაცია მიიღეს, თუმცა ღაზაში ებრაული დასახლებებიც იყო. ამასთან, ისრაელი ანკლავის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებს აკონტროლებდა. თუმცა 2005 წელს ისრაელმა ღაზას სექტორიდან ჯარი და, თავისი მოსახლეობის უსაფრთხოების შიშით, ებრაული დასახლებებიც გაიყვანა, რომლებიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დაახლოებით, 7000 ადამინას შეადგენდა.

380001164-336538312246728-5694377214064647525-n-1697811028-1697967234.jpg

რადიკალური ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა „ჰამასის“ წარმომადგენლები ღაზას ხელისუფლებაში 2006 წლის არჩევნების შედეგად მოვიდნენ. მათი მთავარი მიზანი მდინარე იორდანედან ხმელთაშუა ზღვამდე ებრაელებისგან ე.წ. პალესტინის მიწების გათავისუფლებაა. მას შემდეგ, რეალურად, ორი პალესტინა შეიქმნა: ერთი ღაზაში, „ჰამასის“ კონტროლქვეშ და მეორე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა „ფათაჰის“ კონტროლის ქვეშ, რომელსაც პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. „ფათჰი“ ისრაელთან ურთიერთობაში შედარებით ზომიერი პოზიციას იცავს.

არჩევნებში „ჰამასის“ გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორის ბლოკადა გამოაცხადა, რასაც ეგვიპტეც შეუერთდა. ეგვიპტეს არ სურდა, იარაღის შესაძლო მიწოდების გამო ანკლავი ტერორისტული საფრთხის კიდევ ერთი კერა გამხდარიყო. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, ღაზასა და მის გარეთ ხალხისა და საქონლის გადაადგილება დაიბლოკა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები 2 მილიონამდე ადამიანი გარე სამყაროს არსებითად მოწყდა.

მოსახლეობა

მედია ხშირად წერს, რომ ღაზა მოსახლეობით გადატვირთულია, რაზეც ნაწილობრივ მოწმობს სკოლის კლასებში მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა, რომელიც 40 ბავშვზე მეტს შეადგენს. ბავშვები, ძირითადად, გაერო-ს მიერ დაფინანსებულ საშუალო სკოლებში სწავლობენ, თუმცა იქ მხოლოდ ორი-მესამედი განაგრძობს სწავლას. ამის მიუხედავად, 2020 წლის მონაცემებით, ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე წერა-კითხვა 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 97.5%-ს, მათ შორის, მამაკაცების 98.8%-ს, ხოლო ქალების 96.2%-ს შეუძლია.

ღაზას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავს. CIA-ს მონაცემებით, საშუალო ასაკი 18 წელია. უფრო მეტიც, ბავშვები ამ ტერიტორიის მთლიანი მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარს შეადგენენ. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, ახალგაზრდების უმეტესობა, ანუ, დაახლოებით, 70% უმუშევარია. იხილეთ სრულად

myquiz