„დღეში 100-მდე სამსახურის მაძიებელი რეგისტრირდება“ - რომელ სექტორებშია ყველაზე მეტი ვაკანსია? | Allnews.Ge

„დღეში 100-მდე სამსახურის მაძიებელი რეგისტრირდება“ - რომელ სექტორებშია ყველაზე მეტი ვაკანსია?

მიმდინარე წელის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაკანსიები 7%-ით შემცირდა, თუმცა, ზაფხულთან შედარებით, სექტემბერში გაზრდილია სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ HR.ge-ს რეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, თუ ზაფხულში დღეში 50-მდე სამსახურის მაძიებელი რეგისტრირდებოდა, სექტემბერში 100-მდე გაიზარდა.

ამასთან, როგორც ინგა შახბაზიანი განმარტავს, ვაკანსიების რაოდენობის მხრივ, პირველ ადგილზეა გაყიდვები, რომელსაც ჰორეკა სექტორი და საბანკო სფერო მოსდევს.

„წლიურ ჭრილში რომ განვიხილოთ, გამოცხადებული ვაკანსიების მხრივ 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს გვაქვს 3%-ანი ზრდა, თუმცა, სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, დაახლოებით 7%-იანი კლებაა.

ამ ეტაპზე, პირველ ადგილზე არის გაყიდვები, რომელზეც ვაკანსიების 24% მოდის, ჰორეკას აქვს 16%, საბანკო სფეროს - 9%, სამედიცინოს - 8%, ადმინისტრაციას - 7% და IT სფეროს - 6%. დანარჩენი სხვა სექტორებზე ნაწილდება.

რაც შეეხება სამსახურის მაძიებელთა რაოდენობას, ზაფხულთან შედარებით, მატებაა, თუ ზაფხულში დღის განმავლობაში სამუშაოს მაძიებელი დაახლოებით, 50 ახალი ადამიანი რეგისტრირდებოდა, ახლა დღეში 80-100-მდე სამსახურის მაძიებელი რეგისტრირდება. გააჩნია დღეებს. განაგრძეთ კითხვა

myquiz