რა ოდენობის დახმარებას იღებს ღაზას სექტორი? - მუდმივი საომარი მოქმედებების ეპიცენტრი, რომელიც მთლიანად საგარეო დახმარებაზეა დამოკიდებული | Allnews.Ge

რა ოდენობის დახმარებას იღებს ღაზას სექტორი? - მუდმივი საომარი მოქმედებების ეპიცენტრი, რომელიც მთლიანად საგარეო დახმარებაზეა დამოკიდებული

ღაზას სექტორს - რეგიონს პალესტინაში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, საკუთარი ეკონომიკა ფაქტობრივად, არ გააჩნია. ის მთლიანად საგარეო დახმარებაზეა დამოკიდებული, მათ შორის, ისრაელის, რომელთანაც ახლა სექტორის დე ფაქტო მმართველი „ჰამასი“ ომს აწარმოებს.

ღაზა პალესტინის ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ “გაეროს არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს" სტატუსი მიანიჭა. ტერიტორია 360 კვადრატულ კილომეტრზე მდებარეობს. მოსახლეობის რაოდენობა კი დაახლოებით 2,5 მილიონია.

1994 წელს, ისრაელმა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზაზე თვითმმართველობის უფლება გადასცა. მანამდე ღაზა ჯერ ისრაელის (1967 - 94.) უფრო ადრე ეგვიპტის (1978 - 67.) კიდევ უფრო ადრე კი დიდი ბრიტანეთის (1918 -48.) და თურქეთის ( ოდესღაც ღაზა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო) სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა.

gaza-attack-5001791-1696941978-1697010688.jpg

2007 წლიდან ღაზის სექტორის დე ფაქტო მმართველობას ახორციელებს „ჰამასი“ - პალესტინელთა დაჯგუფება, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ სწორედ ის წარმოადგენს პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასა და პალესტინელ ხალხს.

2014 წელს მოლაპარაკებების შემდეგ, „ჰამასმა“ პალესტინის ერთიანი ხელისუფლება ჩამოაყალიბა.

ღაზაში ცხოვრების პირობები სავალალოა: მოსახლეობის 95%-ს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე, მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის დეფიციტიც - მოსახლეობის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას დაახლოებით 600 მეგავატი ელექტროენერგია სჭირდება. მიუხედავად ამისა, ღაზას სექტორი იღებს მხოლოდ 180 მეგავატს - 120-ს პირდაპირ ისრაელიდან 10 ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით და 60 - გამომუშავებული ღაზას ელექტროსადგურის მიერ ყატარის მიერ დაფინანსებული საწვავით, რომელსაც ასევე ისრაელი უზრუნველყოფს. შედეგად, მოსახლეობა ელექტროენერგიას რვა საათიანი მონაცვლეობით იღებს: რვა საათი ჩართული და რვა საათი გამორთული. ზაფხულში დენის გათიშვა შესაძლებელია 12 საათამდეც გაგრძელდეს. გარდა ამისა, ისრაელი აფერხებს ენერგოსისტემის სასიცოცხლო რემონტს და განახლებას და აიძულებს ხელისუფლებას, საწვავი მხოლოდ ისრაელიდან იყიდონ.

ღაზა მთლიანად საგარეო დახმარებაზეა დამოკიდებული.

2007 წელს ღაზას სექტორში უმუშევრობამ 40%-ს მიაღწია. Oxfam-ის მონაცემებით, კერძო სექტორი, რომელშიც დასაქმებულია მთელი ღაზის მოსახლეობის 53%, განადგურდა და ბევრი ბიზნესი გაკოტრდა. ამ სექტორში 110 000 მუშაკიდან დაახლოებით 75 000-მა დაკარგა სამსახური. ქალაქის სამრეწველო ოპერაციების 95% შეჩერდა წარმოებისთვის საქონელზე მიუწვდომლობისა და პროდუქციის ექსპორტის შეუძლებლობის გამო.

2005 წლის ივნისში ქალაქში იყო 3 900 ქარხანა, სადაც 35 000 ადამიანი მუშაობდა, 2007 წლის დეკემბერში კი 195 ქარხანა იყო დარჩენილი, 1700 დასაქმებული ადამიანით. იხილეთ სრულად

myquiz