რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა ყველაზე მეტად საქართველოს შეეხება - რას წერს რუსული მედია? | Allnews.Ge

რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა ყველაზე მეტად საქართველოს შეეხება - რას წერს რუსული მედია?

რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვამ მთელ რიგ ქვეყნებს შესაძლოა, საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნას. ამის შესახებ რუსული მედია წერს და პრობლემური ქვეყნების რეიტინგში საქართველოს, თურქეთსა და ბრაზილიას მოიაზრებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობპროდუქტებს წლების განმავლობაში ყიდულობდნენ.

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ამ სამ ქვეყანაში ყველაზე მეტად სქართველოს გაუჭირდება.

2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ რუსეთისგან 622 ათასი ტონა საწვავი შეიძინა, რუმინეთიდან და აზერბაიჯანიდან კი - 116 და 52 ათასი ტონა. დროებითი შეზღუდვის პერიოდში, საქართველომ ნავთობპროდუქტების იმპორტი შესაძლოა, აზერბაიჯანით ჩაანაცვლოს - ასე მიიჩნევენ ექსპერტები.

ცნობისათვის, დროებითი აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.

ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე ემბარგოს დაწესების ფონზე, რუსეთმა დიზელისა და ბენზინის მიწოდების გაზრდა აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაიწყო, რამაც საშუალება მისცა საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთს, ევროპაში საკუთარი ნედლეულის იმპორტი გაეზარდათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე, შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, დროებით შეზღუდვა 21 სექტემბერს შემოიღო. როგორც რუსული მედია მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა, მიხეილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა.

myquiz