საწვავის ფასმა საქართველოში 25 თეთრამდე მოიმატა - რა ღირს საწვავი ამ დროისთვის? | Allnews.Ge

საწვავის ფასმა საქართველოში 25 თეთრამდე მოიმატა - რა ღირს საწვავი ამ დროისთვის?

საქართველოში საწვავი კვლავ ძვირდება. კერძოდ, ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო 1 თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით, 11 თეთრიდან 25 თეთრამდეა გაზრდილი.

გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე:

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.03 ლარია; „რეგულარი“ – 2.78; სუპერი – 3.70; ევრო-დიზელი კი 3.08 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3 ლარია.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 3.04 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.14 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.04 და 2.78 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.68 ლარი შეადგინა.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.09 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.89 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.79; ხოლო „სუპერის“ ფასი 3.65 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 3.15 და 3.25 ლარია.

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 2.93 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ - 2.69 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი - 3.04 ლარი ღირს, „ევრო სუპერი-ს“ ტიპის საწვავის კი – 3.65 ლარია. იხილეთ სრულად

myquiz