რატომ წყვეტენ სუპერმარკეტები 24/7-ზე მუშაობას? | Allnews.Ge

რატომ წყვეტენ სუპერმარკეტები 24/7-ზე მუშაობას?

ქსელური სუპერმარკეტების ნაწილმა ღამის ცვლაში მუშაობა შეწყვიტა. როგორც რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, სოფიო ქაშაკაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სავარაუდოდ, ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ამის მიზეზი კი კადრების დეფიციტია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სექტორმა სახელფასო ბიუჯეტი 20-30%-ით გაზარდა, ღამის ცვლაში მუშაობით არავინ ინტერესდება.

„ჩვენ ამას ისედაც ვპროგნოზირებდით, წინა წლებში, რადგან კადრების სერიოზული დეფიციტი გვაქვს. თუმცა არა მხოლოდ ჩვენ, ყველა სექტორში იგივე ხდება. რესტორნებსაც, დისტრიბუტორებსაც იგივე პრობლემა აქვთ. ახლა დავდექით იმის წინაშე, რომ ღამე ფიზიკურად ვეღარ ვამუშავებთ მაღაზიას. არც კადრი გვყავს, დიდი საოპერაციო ხარჯი გვაქვს, რომელიც კიდევ გაიზარდა და მაღაზია თავის თავს ვეღარ ინახავს. რომც ვერ შეინახოს და ზარალზე იმუშაოს, კადრი ფიზიკურად არ არის, ვინც ღამე შეძლებს, რომ გაჩერდეს მაღაზიაში. ყველა ქსელს აქვს ეს პრობლემა.

ზაფხულში მეტ-ნაკლებად არ არის ასეთი დეფიციტი, რადგან სტუდენტები ერთვებიან ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, წელს ზაფხულშიც გაუჭირდათ და იძულებულები გახდნენ, რომ 24-საათიანი მაღაზიები დაეხურათ. ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, სანამ იქნება კადრების დეფიციტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20-30%-ით არის სახელფასო ბიუჯეტი გაზრდილი, პირობები არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. როგორც იცით, 1-ლი იანვრიდან სპეციფიკური დარგის ჩამონათვალიდან ამოიღეს რითეილ სექტორი, რის საფუძველზეც ჩვენთვის სამუშაო კვირა გახდა 40-საათიანი. იხილეთ სრულად

myquiz