საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 270 ლარით გაიზარდა - რამდენია საშუალო თვიური ანაზღაურება "საქსტატის" მიხედვით? | Allnews.Ge

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 270 ლარით გაიზარდა - რამდენია საშუალო თვიური ანაზღაურება "საქსტატის" მიხედვით?

2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7%-ით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის I კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთანშედარებით გაიზარდა 23.8%-ით);

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2%-ით);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6%-ით);

მშენებლობა - 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7%-ით).

2023 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების - 2 053.4 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 190.9 ლარი (16.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 358.1 ლარი (21.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატებოდა.

myquiz