რომელია ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიები მსოფლიოში? | Allnews.Ge

რომელია ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიები მსოფლიოში?

Amazon: 2.1 ტრილიონი დოლარი

კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია, არის Amazon.

1994 წელს ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებული, ელექტრონული კომერციისა და ღრუბლოვანი გამოთვლების მხარდამჭერი კომპანია 2018 წლის სექტემბერში 1 ტრილიონი დოლარი ღირდა.

მისი შეფასება მას შემდეგ კიდევ გაიზარდა და მიაღწია რეკორდულ 1,88 ტრილიონ დოლარს. რაც დღეს დაახლოებით 2,1 ტრილიონი დოლარია.

Amazon-ის ამჟამინდელი ღირებულება დაახლოებით 1,35 ტრილიონი დოლარია, რაც მას ხდის მეხუთე ყველაზე ძვირ კომპანიას მსოფლიოში.

Alphabet: 2.2 ტრილიონი დოლარი

Google-ის მშობელი კომპანიის Alphabet-ის ღირებულებამ 2020 წლის იანვარში ტრილიონ დოლარს მიაღწია, რითაც ის მეოთხე ტრილიონ დოლარიანი ამერიკული კომპანია გახდა.

2021 წლის ნოემბერში, ბიზნესმა ფინანსური წარმატების პიკს მიაღწია - 1,98 ტრილიონი აშშ დოლარით, რაც დღევანდელი კურსით 2,2 ტრილიონი დოლარის ექვივალენტია.

მისი შეფასება ამჟამად 1,66 ტრილიონი აშშ დოლარის ნიშნულზეა. საინტერესოა ექნება, თუ არა 2023 რეკორდული შედეგი ტექნიკურ კონგლომერატს.

Microsoft: 2.8 ტრილიონი დოლარი

Microsoft 1999 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც მისი ღირებულება გაიზარდა 613 მილიარდ დოლარამდე, ანუ დღევანდელი ექვივალენტით 1,2 ტრილიონ დოლარამდე, გახდა მსოფლიოში ყველაზე ღირებული საჯარო ვაჭრობის კომპანია.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა, რომელიც ალბუკერკის ავტოფარეხში ბილ გეითსისა და პოლ ალენის მიერ ჯერ კიდევ 1975 წელს დაარსდა, მოახერხა და 2019 წლის აპრილის ბოლოს 1 ტრილიონი დოლარის ჯადოსნურ ნიშნულამდე აიწია. რითიც გახდა მესამე ამერიკული კომპანია, რომელმაც ეს გააკეთა.

კომპანიის მომდევნო პიკი 2021 წლის ნოემბერში იყო, როდესაც მან 2.5 ტრილიონი დოლარის ღირებულებას მიაღწია, რაც დღეის ექვივალენტით 2.8 ტრილიონი აშშ დოლარია.

2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მისი შეფასება ჯერ კიდევ 2.5 ტრილიონი დოლარის ნიშნულზეა.

Apple: 3.08 ტრილიონი დოლარი

Apple 2013-2016 წლებში მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებული კომპანია იყო.

2018 წლის აგვისტოში, ის გახდა პირველი ამერიკული არასახელმწიფო ფირმა, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2022 წლის იანვარში ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება რეკორდულ 3 ტრილიონ დოლარამდე აიწია.

2023 წლის ივნისში კი Apple-მა მორიგი გარიგება დადო, როდესაც ის ოფიციალურად გახდა 3 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პირველი კომპანია.

Saudi Aramco: 5 ტრილიონ დოლარამდე

საუდის არაბეთის ეროვნული გაზისა და ნავთობის საწარმო გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე მისი კოლეგები ჩინეთში და სხვაგან.

კომპანიის შემოსავლების პირველი გამჟღავნების საფუძველზე, რომელიც დაფიქსირდა 2019 წლის აპრილში, Saudi Aramco შეფასდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი ფირმა 5 ტრილიონ დოლარამდე ღირებულებით, და გასაკვირი არ არის - კორპორაცია, ნედლი ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია პლანეტაზე.

Company of the Indies: 8 ტრილიონი დოლარი

თავდაპირველად მას მისისიპის კომპანიას ეძახდნენ. 1684 წელს დაარსებული ფრანგული ფირმა ფლობდა მონოპოლიას ვაჭრობაზე ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ინდოეთში.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ სიტყვა "მილიონერი" გამოიგონეს დაახლოებით ამ პერიოდში იმ სპეკულანტების აღსაწერად, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებდნენ კორპორაციაში.

ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 1900%-ით და ფირმის ღირებულებაც დაახლოებით 8 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

Dutch East India Company: მინიმუმ 9 ტრილიონი დოლარი

ყველა დროის ყველაზე ძვირფას ფირმას VOC-ს, მონოპოლია ჰქონდა სანელებლების ვაჭრობაზე აზიაში. ბიზნესი იყო ფაქტობრივად, პირველი, რომელმაც 1602 წლის აგვისტოში ჩაატარა IPO.

კომპანიის ღირებულება 1634 წელს გაიზარდა. კომპანიის აქციების ფასი კი 1200%-ით გაიზარდა.

1637 წლამდე კომპანია 78 მილიონი ჰოლანდიური გილდერი ღირდა, რაც დღეს სულ მცირე 9 ტრილიონი დოლარია.

იხილეთ სრულად

myquiz