რა ქონებას და ბიზნესებს ფლობს მარიკა ვერულაშვილი, რომელმაც "ლაგუნა ვერე“ და იპოდრომის ნაწილი "ქართუსგან" შეიძინა? | Allnews.Ge

რა ქონებას და ბიზნესებს ფლობს მარიკა ვერულაშვილი, რომელმაც "ლაგუნა ვერე“ და იპოდრომის ნაწილი "ქართუსგან" შეიძინა?

"ლა­გუ­ნა ვერე“ და იპოდ­რო­მის ნა­წი­ლი ფონდ "ქარ­თუს­გან“ "ნეო სითი დე­ვე­ლოპ­მენ­ტმა" შე­ი­ძი­ნა. კომ­პა­ნია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რის, მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბაა.

სა­ჯა­რო რე­ესტრის ამო­ნა­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რია "ნეო სითი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ სა­კუთ­რე­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2023 წლის 10 აგ­ვის­ტო­დან გა­და­ვი­და.

სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის მი­ხედ­ვით, 2023 წლის 23 მარტს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის წი­ლის 100%-ს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რი, მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი ფლობს.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და, კი­დევ რა ქო­ნე­ბა ეკუთ­ვნის ყო­ფილ დე­პუ­ტატს.

სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის მი­ხედ­ვით ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში ნა­წი­ლობ­რივ, ან მთლი­ა­ნად 12 კომ­პა­ნი­აა.

გთა­ვა­ზობთ ჩა­მო­ნათ­ვალს:

  • შპს ჯორ­ჯი­ან სერ­ვის დე­ვე­ლოპ­მენ­ტი - კომ­პა­ნია 2019 წელს და­რე­გის­ტრირ­და და სრუ­ლად მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის.
  • შპს კო­მერ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფი - 2016 წელს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია 3 მფლო­ბელ­ზე ნა­წილ­დე­ბა. წი­ლის 25% მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბაა, 50%-ს ფლობს გოჩა ძნე­ლა­ძე, 25%-ს კი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მო­ქა­ლა­ქე იგორ აბ­რა­მო­ვი.
  • შპს მ ჯორ­ჯია - კომ­პა­ნი­ის 100% მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლე­ბაა. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი კი, რა­მა­ზი ჟღენ­ტია. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა
myquiz