ვინ არიან რუსი ოლიგარქები, რომლებიც რუსულ არმიას აფინანსებენ?
მინიმუმ, 81 რუსი ოლიგარქი, რომლებიც ჟურნალ Forbes-ის „200 უმდიდრესი რუსის“ რეიტინგში შედიან, რუსული არმიის მომარაგებაში ღიად მონაწილეობს. ამის შესახებ გამოცემა „პროექტის“ ჟურნალისტური გამოძიების მასალაში წერია.
„პროექტის“ თანახმად, ამ ოლიგარქებიდან 80 ამჟამად დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება. თუმცა, გამომძიებლებმა ისიც დაადგინეს, რომ უკრაინის მოკავშირე ყველა ქვეყნის სასანქციო სიაში მათგან მხოლოდ 14 ოლიგარქი არის შეტანილი, ხოლო 34 მხოლოდ უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება.
რუსი ბიზნესმენები, რომლებიც ღიად ამარაგებენ რუსეთის ჯარს:
- ალექსეი მორდაშოვი („სევერსტალი“)
- ვლადიმერ პოტანინი („ნორნიკელი“)
- ვაგიტ ალეკპეროვი („ლუკოილი“)
- მიხაილ ფრიდმანი (LetterOne)
- რომან აბრამოვიჩი (Millhouse)
- გენადი ტიმჩენკო („ნოვატეკი“)
- ალიშერ უსმანოვი (USM)
- იური კოვალჩუკი (ბანკი „როსია“)
- არკადი როტენბერგი („მოსტოტრესი“)