რა რაოდენობით მსუბუქ ავტომობილს ვყიდით რუსეთსა და ბელარუსში? | Allnews.Ge

რა რაოდენობით მსუბუქ ავტომობილს ვყიდით რუსეთსა და ბელარუსში?

საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომანქანების ექსპორტი/რეექსპორტი იკრძალება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტომობილების მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი რაოდენობრივად 7,4%-ს შეადგენს, ბელარუსის კი მხოლოდ 0,25%-ს. რაც შეეხება თანხობრივად, ამ შემთხვევაში მთლიან რეექსპორტში რუსეთის წილი არის 5,2%, ბელარუსის კი 0,24%.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე სულ გავიდა 51 011 მსუბუქი ავტომობილი, შემოსავალმა კი 990,864 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, რუსეთში გავიდა 3 786 ერთეული, 52,513 მლნ დოლარის ღირებულების, ბელარუსში კი 129 ერთეული, 2,452 მლნ დოლარის ღირებულების. საშუალოდ, ერთი ავტომობილის ღირებულება რუსეთში ექსპორტის შემთხვევაში შეადგენს 13 900 დოლარის, ბელარუსში კი 19 000 დოლარს.

myquiz