"პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს..." - ცნობილია, რაზე შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთი: ერთობლივ დოკუმენტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს | Allnews.Ge

"პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს..." - ცნობილია, რაზე შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთი: ერთობლივ დოკუმენტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნეთს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის დამ­ყა­რე­ბის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პარტნი­ო­რო­ბა შემ­დეგ ოთხ გან­ზო­მი­ლე­ბას მო­ი­ცავს: პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ხალ­ხთა შო­რი­სი და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა; სა­ერ­თა­შო­რი­სო.„სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 2023 წლის 26 ივ­ლი­სი­დან 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე ჩი­ნეთ­ში ვი­ზი­ტის დროს ქ. ჩენგდუ­ში ეს­წრე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის (FISU) 31-ე მსოფ­ლიო სა­ზა­ფხუ­ლო თა­მა­შებს. ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ქ. ჩენგდუ­ში შეხ­ვდა, ხოლო ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ლი ცი­ა­ნი – ქ. პე­კინ­ში. მხა­რე­ებს შო­რის წა­რი­მარ­თა სიღ­რმი­სე­უ­ლი სა­უ­ბა­რი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ურ­თი­ერთ-ხელ­საყ­რე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ და მიღ­წე­უ­ლი იქნა ფარ­თო კონ­სენ­სუ­სი. მხა­რე­ებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ხა­რისხში აიყ­ვა­ნონ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

მხა­რე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 1992 წლის 9 ივ­ნისს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის დღი­დან ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ერ­თა­შო­რი­სო და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი და კომ­პლექ­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, მხა­რე­ე­ბი იზი­ა­რე­ბენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გა­ა­ფარ­თო­ვონ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ სფე­რო­ებ­ში, გა­აძ­ლი­ე­რონ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში, გა­აღ­რმა­ვონ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ერ­თობ­ლი­ვად უზ­რუნ­ველ­ყონ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი და გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა:

1.1. მხა­რე­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ პა­ტი­ვის­ცე­მას ყვე­ლა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი. სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცედ ემ­ხრო­ბა ერ­თი­ა­ნი ჩი­ნე­თის პრინ­ციპს.

1.2. მხა­რე­ე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ჩი­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი კავ­ში­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბამ საგ­რძნობ­ლად იმა­ტა. მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს მი­იჩ­ნე­ვენ მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რე­ბად, ხოლო ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას თა­ვი­ან­თი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნე­ვენ.

1.3. სა­ქარ­თვე­ლოს სწამს, რომ ჩი­ნე­თის მო­დერ­ნი­ზა­ცია ახალ გზას და ახალ არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს კა­ცობ­რი­ო­ბას მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის მი­საღ­წე­ვად. მხა­რე­ე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ მზა­ო­ბას მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ვლის კუ­თხით, სა­ერ­თო გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

1.4. მხა­რე­ე­ბი მზად არი­ან გა­აძ­ლი­ე­რონ მა­ღა­ლი დო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე სა­კი­თხებ­ზე და გა­ამ­ყა­რონ სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერთ-ნდო­ბა.

1.5. მხა­რე­ე­ბი ხაზს უს­ვა­მენ ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებს, ისე­ვე რო­გორც პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებ­სა და პარ­ტი­ებს შო­რის კავ­ში­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რათა მოხ­დეს გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ყა­რე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

1.6. ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩი­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მხა­რე­ე­ბი ხაზს უს­ვა­მენ ორი ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე, ისე­ვე რო­გორც კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას შე­სა­ბა­მის რე­გი­ო­ნა­ლურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში.

ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა:

2.1. მხა­რე­ე­ბი მი­ე­სალ­მე­ბი­ან ბოლო წლებ­ში ორ­მხრი­ვი ვაჭ­რო­ბის მდგრად ზრდას და გა­მო­ხა­ტა­ვენ მზა­ო­ბას მის შემ­დგომ მა­ტე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით, მისი სტრუქ­ტუ­რის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას­თან, სა­სა­ქონ­ლო ნო­მენკლა­ტუ­რის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩი­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ექ­სპორ­ტის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

2.2. სა­ქარ­თვე­ლო მი­ე­სალ­მე­ბა ჩი­ნე­თის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი „სარ­ტყე­ლი­სა და გზის” ინი­ცი­ა­ტი­ვას. მხა­რე­ებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს დო­კუ­მენ­ტებს, მათ შო­რის ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბებს შო­რის ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გეგ­მას ხსე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, რათა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მეტი ძა­ლი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით წა­რი­მარ­თოს. მხა­რე­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ დარ­გობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ში კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბის სი­ნერ­გი­ას ხსე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში; გა­აღ­რმა­ვე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში; მი­ემ­ხრო­ბი­ან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ციპს სა­ერ­თო სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად; ხელს შე­უ­წყო­ბენ ღია, მწვა­ნე და სუფ­თა თა­ნამ­შრომ­ლო­ბას „სარ­ტყე­ლი­სა და გზის” ინი­ცი­ა­ტი­ვის მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

2.3. მხა­რე­ე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ მზად­ყოფ­ნას ხელი შე­უ­წყონ ორ­მხრივ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­სა და ვაჭ­რო­ბას; მხა­რე­ე­ბი მო­ახ­დე­ნენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას ტრან­სპორ­ტის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის, შუა დე­რეფ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, წარ­მო­ე­ბის, სარ­კი­ნიგ­ზო ქსე­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის, წყლის რე­სურ­სე­ბის, გა­რე­მოს დაც­ვის, გა­უ­დაბ­ნო­ე­ბას­თან ბრძო­ლის, წყლის დე­მი­ნე­რა­ლი­ზა­ცი­ის, სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­ფა­სე­ბის, და­სავ­ლე­თის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბაზ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩი­ნუ­რი პრო­დუქ­ცი­ის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი ექ­სპორ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­ზი­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი­სა და ნოუ-ჰაუს გა­ზი­ა­რე­ბის, სა­კად­რო რე­სურ­სე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის მიზ­ნით.

2.4. ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა და სა­ქარ­თვე­ლო 2018 წლი­დან იღე­ბენ სარ­გე­ბელს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბი­დან, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში. ქვეყ­ნე­ბი გა­აგ­რძე­ლე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას ხსე­ნე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში; ურ­თი­ერთ-ხელ­საყ­რე­ლი შე­დე­გე­ბის მი­სა­ღე­ბად მხარს და­უ­ჭე­რენ ეკო­ნო­მი­კურ და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს ჩი­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რის სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის; აქ­ტი­უ­რად მოხ­დე­ბა ხსე­ნე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

2.5. მხა­რე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ მზა­ო­ბას ჩი­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კო­მი­სი­ის შემ­დე­გი სხდო­მის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, რათა გაძ­ლი­ერ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა ვაჭ­რო­ბის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მიზ­ნით ხსე­ნე­ბუ­ლი კო­მი­სი­ის ფორ­მატ­ში, რაც გა­აძ­ლი­ე­რებს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხა­რისხსა და ეფექ­ტუ­რო­ბას.

2.6. ჩი­ნე­თი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ჩი­ნე­თის იმ­პორ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ში. ჩი­ნე­თი მხარს უჭერს ქარ­თულ სა­წარ­მო­ებს ჩი­ნე­თის ელექტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბის პლატ­ფორ­მებ­ზე სა­ქონ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით.

2.7. მხა­რე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ მზა­ო­ბას ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად, რათა მოხ­დეს დარ­გის სა­ერ­თო გან­ვი­თა­რე­ბა. ჩი­ნე­თი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ისეთ ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა ჩი­ნე­თის ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი ბა­ზა­რი.

2.8. ჩი­ნე­თი მხარს უჭერს და ხაზს უს­ვამს თბი­ლის­ში აბ­რე­შუ­მის გზის მე-4 ფო­რუ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რომ­ლის თემა გახ­ლავთ „დღე­ვან­დე­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლო­ბა, ვა­ლინ­დე­ლი მდგრა­დო­ბის­თვის” და რო­მე­ლიც 2023 წლის 26-27 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა ქ. თბი­ლის­ში.

2.9. ჩი­ნეთ­სა და ევ­რო­პის ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო მი­იჩ­ნევს პრაგ­მა­ტულ, ღია და ურ­თი­ერთ-სა­სარ­გებ­ლო რე­გი­ო­ნა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პლატ­ფორ­მად. ჩი­ნე­თი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რესს ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მში ჩა­ერ­თოს დამ­კვირ­ვებ­ლის რან­გში.

2.10. ჩი­ნე­თი შე­ის­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად პრე­ფე­რენ­ცი­უ­ლი დაკ­რე­დი­ტე­ბის სა­კითხს.

ხალ­ხთა შო­რი­სი და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ზო­მი­ლე­ბა:

3.1. ახალ პი­რო­ბებ­ში ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მხა­რე­ე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ მზა­ო­ბას აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ონ სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, გა­ნა­ახ­ლონ შე­თან­ხმე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 1993 წელს იქნა ხელ­მო­წე­რი­ლი ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის.

3.2. ხალ­ხთა შო­რის კავ­ში­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მხა­რე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან გა­აძ­ლი­ე­რონ კულ­ტუ­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. წა­ხა­ლის­დე­ბა ორი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის ვი­ზი­ტე­ბი, გაძ­ლი­ერ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ტუ­რიზ­მის, ჯან­დაც­ვის, ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა და სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამას­თა­ნა­ვე, გაძ­ლი­ერ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის, პრე­სის და სა­ჯა­რო დიპ­ლო­მა­ტი­ის სფე­რო­ებ­ში.

3.3. მხა­რე­ე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან ჩი­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის წლე­ბის აღ­ნიშ­ვნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და გა­აგ­რძე­ლე­ბენ კონ­სულ­ტა­ცი­ებს კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრე­ბის და­სა­არ­სებ­ლად, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შე­წყო­ბა ექ­ნე­ბა.

3.4. მხა­რე­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ებ­ში. გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის და სტუ­დენ­ტე­ბის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი, გაძ­ლი­ერ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სფე­რო­ში, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი.

3.5. მხა­რე­ე­ბი ხელს შე­უ­წყო­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ერ­თობ­ლი­ვი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის მსგავ­სი პრაქ­ტი­კუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას; წა­ხა­ლის­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მიერ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ციფ­რუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის სრუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა და მათი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ონ­ლა­ინ და ოფ­ლა­ინ ფორ­მა­ტებ­ში. მხა­რე­ე­ბი ხელს შე­უ­წყო­ბენ სტუ­დენ­ტე­ბის ურ­თი­ერთ-გაც­ვლას და ერ­თობ­ლივ გან­ვი­თა­რე­ბას, სამ­თავ­რო­ბო სას­ტი­პენ­დიო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­სა და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

3.6. მხა­რე­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ ენე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით გაც­ვლი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პროგ­რა­მებს, წა­ა­ხა­ლი­სე­ბენ ორი­ვე ქვეყ­ნის სკო­ლებს ჩი­ნუ­რი და ქარ­თუ­ლი ენე­ბის შეს­წავ­ლის­კენ; მზა­ო­ბას გა­მოთ­ქვა­მენ ენის პე­და­გო­გე­ბის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის­თვის; მხარს უჭე­რენ კონ­ფუ­ცის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის (საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის) გან­ვი­თა­რე­ბას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ზო­მი­ლე­ბა: 4.1. მხა­რე­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რე­გი­ო­ნა­ლურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­ებ­ში, ჭეშ­მა­რი­ტი მულ­ტი­ლა­ტე­რა­ლიზ­მის ერ­თობ­ლივ მხარ­და­ჭე­რას; მტკი­ცედ და­ი­ცა­ვენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ირ­გვლივ შექ­მნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მას, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს, გა­ე­როს წეს­დე­ბის მიზ­ნებ­სა და პრინ­ცი­პებ­ზე დამ­ყა­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ძი­რე­ულ ნორ­მებს; წა­ა­ხა­ლი­სე­ბენ ახა­ლი სა­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ნერგვას.

4.2. მხა­რე­ე­ბი მხარს უჭე­რენ კა­ცობ­რი­ო­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის – მშვი­დო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბას; პა­ტივს სცე­მენ ყვე­ლა ხალ­ხის და­მო­უ­კი­დე­ბელ არ­ჩე­ვანს მათი ეროვ­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის გზის გან­სა­ზღვრა­ში და ხელს უწყო­ბენ კა­ცობ­რი­ო­ბის სა­ერ­თო მო­მავ­ლის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნას.

4.3. სა­ქარ­თვე­ლო მხარს უჭერს ჩი­ნე­თის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას და მზა­დაა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ხსე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში წარ­მო­ე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, რათა დაჩ­ქარ­დეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2030 წლის­თვის გა­წე­რი­ლი მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის დღის წეს­რი­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

4.4. სა­ქარ­თვე­ლო მხარს უჭერს ჩი­ნე­თის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას. მხა­რე­ებს სურთ ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ხსე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში და ერ­თობ­ლივ ძა­ლის­ხმე­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მშვი­დო­ბი­ა­ნი და სტა­ბი­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს­თვის, რე­გი­ონ­ში ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თო გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და დაც­ვის­თვის.

4.5. სა­ქარ­თვე­ლო მხარს უჭერს ჩი­ნე­თის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვას. მხა­რე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ ხსე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz