საქართველოში რუსების ფულადი გზავნილები 55%-ით შემცირდა- რა სახელდება ამის მიზეზად? | Allnews.Ge

საქართველოში რუსების ფულადი გზავნილები 55%-ით შემცირდა- რა სახელდება ამის მიზეზად?

რუსეთიდან საქართველოში გადარიცხვების მოცულობა მაისში, 2022 წლის მაისთან შედარებით, 55%-ით შემცირდა და 154,7 მლნ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო RBC მეზობელი ქვეყნების ცენტრალური ბანკების გადარიცხვების სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს სტატისტიკა საბანკო და ფულადი გზავნილების სისტემების, Zolotaya Korona-ს, Unistream-ისა და Contact-ის გადარიცხვებს მოიცავს.

ტრანსფერების კლება 2022 წლის მაისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემებით, დაახლოებით, 2 მლრდ დოლარის გზავნილი დაფიქსირდა, რაც, სულ ცოტა, 2012 წლიდან რეკორდული მოცულობაა. ამ მაჩვენებელმა 2021 წლის მონაცემებს ხუთჯერ გადააჭარბა.

მაშინ ფულადი გზავნილების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში რუსების შედინება იყო, ამჟამად გზავნილების კლების ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ მოცლობები აღარ არსებობს. სხვა მიზეზებს შორის RBC, ასევე, ასახელებს მიგრანტთა ფინანსური ქცევის ცვლილებას, რუსეთში მათი ნაწილის დაბრუნებას, უკვე გადარიცხული თანხების დანაზოგებიდან გამოყენებასა და მსხვილი ბანკების მიერ გადარიცხვების პოპულარულ მეთოდებზე შეზღუდვების შემოღებას. ადგილობრივი ბანკების ეს მარეგულირებელი მიზეზები მეორადი სანქციების ქვეშ მოქცევის რისკს უკავშირდება.

„ფულადი გზავნილების კლების ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუკი რაიმე დიდი შოკები არ დაფიქსირდა. მაკროეკონომიკურ დღის წესრიგში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება გავლენას ახდენს რუსების ფინანსურ ქცევაზე. თუმცა მოკლევადიანი აფეთქებები ანგარიშებზე არსებულ თანხაზე და ნაღდი ფულის მოთხოვნაზე უფრო ახდენს ეფექტს, ვიდრე საერთაშორისო გზავნილებზე. ეს გადარიცხვები უფრო გრძელვადიანი ცვლილებების მიმართ არის მგრძნობიარე,“ - წერს RBC. იხილეთ სრულად

myquiz