საქართველოში იპოთეკური სესხები იაფდება?! - როგორია მაჩვენებლები ევროპის ქვეყნებში | Allnews.Ge

საქართველოში იპოთეკური სესხები იაფდება?! - როგორია მაჩვენებლები ევროპის ქვეყნებში

ევროპაში იპოთეკური სესხები ძვირდება, ხოლო მარტის მდგომარეობით განაკვეთის მხრივ უკრაინა ლიდერობს, სადაც ეს მაჩვენებელი 13,4%-ს შეადგენს. მაისში იპოთეკური სესხები წინა წელთან შედარებით მცირედით გაზრდილია საქართველოშიც, თუმცა აპრილთან შედარებით შემცირებული.

კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 12,53%-ს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 0,31%-ით ნაკლებია (12,84%), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 0,05%-ით მეტი (12,48%).

რაც შეეხება ისევ ევროპას, ცენტრალური ბანკების მონაცემების ანალიზის მიხედვით, რომელსაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს, უკრაინას მოსდევს მოლდოვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და რუსეთი. ამასთან, რეიტინგის ზოგიერთმა ლიდერმა წლის დასაწყისიდან საბინაო სესხებზე განაკვეთების შემცირებას მიაღწია. კერძოდ, მოლდოვა, უნგრეთი და პოლონეთი მართალია, იპოთეკური სესხების ღირებულებით ლიდერებს შორის რჩებიან, თუმცა საშუალო განაკვეთი ამ ქვეყნებში ორი თვეა, რაც მცირდება.

ევროპაში იპოთეკის საშუალო განაკვეთი ყველაზე მაღალი შემდეგ ქვეყნებშია:

  • უკრაინა - 13,4%, რაც რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
  • მოლდოვა - 12,03%
  • უნგრეთი - 10,52%
  • პოლონეთი - 8,9%
  • რუმინეთი - 8,4%
  • რუსეთი - 8,18%

იპოთეკის განაკვეთი 6-დან 8%-მდე დიაპაზონში დადგინდა ლიეტუვაში, დანიაში, ლატვიაში, ესტონეთში, დიდ ბრიტანეთში, სლოვენიაში, კვიპროსსა და ალბანეთში.

რაც შეეხება საბინაო სესხებზე ყველაზე დაბალ განაკვეთს, ამ მხრივ ლიდერობენ შვეიცარია, ხორვატია, ბულგარეთი და საფრანგეთი, სადაც მაჩვენებელი 2,4-2,9%-ის ფარგლებშია. ადრე ევროპაში ყველაზე იაფი, 2,4%-იანი იპოთეკური სესხით მალტა გამოირჩეოდა, თუმცა გასული ზაფხულის ბოლოს ყველაზე იაფი, 1,36%-იანი განაკვეთი ლუქსემბურგში, ხოლო დეკემბერში 2,1%-ით საფრანგეთში დაფიქსირდა. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში იმავე საფრანგეთში იპოთეკური განაკვეთი 2,3%-ს შეადგენდა. იხილეთ სრულად

myquiz