რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - რა იყიდა და გაყიდა საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით?
2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველო-რუსეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.1%-ით არის გაზრდილი. აქედან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი - 44.6%-ით, ხოლო იქიდან იმპორტი - 54.2%-ით გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა პროდუქტები იყიდა და გაყიდა საქართველომ რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით.
2023 წლის იანვარ-აპრილში ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი რუსეთში:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 52 371 100 აშშ დოლარი;
- ფეროშენადნობები - 45 353 000 აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - 30 554 900 აშშ დოლარი;
- მინერალური და მტკნარი წყლები - 22 320 700 აშშ დოლარი;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 17 036 500 აშშ დოლარი.