ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის ერთიანად აღება და რა შემთხვევაში ჩაგერიცხებათ თანხა სრულად - გაცემა უკვე დაწყებულია | Allnews.Ge

ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის ერთიანად აღება და რა შემთხვევაში ჩაგერიცხებათ თანხა სრულად - გაცემა უკვე დაწყებულია

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, გასული თვის მონაცემების მიხედვით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 3,375 პირმა ისარგებლა და მათზე გაცემული თანხა კი 9,046,189.28 ლარს შეადგენს.

დაგროვებული თანხის გამოყენებას სტანდარტულ შემთხვევაში შეძლებთ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიის გაცემა მოხდება ყოველთვიურად: დაგროვებული საპენსიო თანხის ყოველთვიური მოცულობა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელის შესაბამისად დაანგარიშდება. გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს, შესაძლებელია, დაგროვებული დანაზოგი მიიღოთ ერთჯერადი გაცემის გზით. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო აქვეყნებს:

საპენსიო ასაკი საქართველოს კანონმდებლობით ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში განსხვავდება: ქალი 60 წლის, მამაკაცი კი 65 ასაკში გადის პენსიაში. ამასთან, ქალსაც და მამაკაცსაც პარალელურად უნარჩუნდება სოციალური პენსიით სარგებლობის უფლებაც. დაგროვებით და სოციალურ პენსიებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა და ამის შესახებ ინფორმაციის ვრცლად გაცნობას შეძლებთ აქ.

დაგროვებითი პენსია უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასული მოქალაქისთვის

უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასულ ადამიანს უფლება აქვს ვადაზე ადრე გაიტანოს დაგროვებითი პენსია. ამ შემთხვევაში, მის დაგროვილ დანაზოგს სახელმწიფოს მიერ დარიცხული 2% აკლდება და კანონის თანახმად თანხა იბეგრება 20%-ით, მხოლოდ დარჩენილი თანხის გატანას შეძლებს მოქალაქე. იხილეთ სრულად

myquiz