„გორში ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით მაინც შემოდის“ - იმპორტირებული ვაშლი კი მინიმუმ 200%-იანი ფასნამატით იყიდება | Allnews.Ge

„გორში ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით მაინც შემოდის“ - იმპორტირებული ვაშლი კი მინიმუმ 200%-იანი ფასნამატით იყიდება

„ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია - ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის,“ - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.

„ბზინესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია ვაშლის იმპორტის მაჩვენებელი და ღირებულება.

ცნობისათვის, 2023 წლის 3 თვეში საქართველომ 415.7 ათასი აშშ დოლარის 1 002 ტონა ვაშლი იყიდა. აქედან, შედარებით დიდი ოდენობით, 278.70 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 722 ტონა თურქეთიდან.

იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა ასევე:

  • უკრაინა - 93.30 ათასი აშშ დოლარი (243 ტონა);
  • ნიდერლანდები - 29,85 ათასი აშშ დოლარი (17 ტონა);
  • მოლდოვა - 13.84 ათასი აშშ დოლარი (20 ტონა).

იხილეთ სრულად

myquiz