რა თანხას ვიხდით ბიუჯეტში შემოსავლებიდან? | Allnews.Ge

რა თანხას ვიხდით ბიუჯეტში შემოსავლებიდან?

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 7 709 389 609 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში - 1 541 715 329 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით - 1 303 769 454 ლარის მობილიზება მოხდა.

ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას. იხილეთ სრულად

myquiz